.jpg)
იმედი იბადება მოქმედებისგან
- ერთი წუთი იმედისთვის 2025 წლის 9 მაისს
ერთი წუთი. ერთი მოქმედება. ერთი საზიარო მომავალი
გაურკვევლობა ჩვენს სამყაროში ყოველდღიურად იზრდება. ყველა ის კრიზისი, რომელიც დაკავშირებულია გლობალურ ცვლილებასთან, კონფლიქტებთან და ომის ჩრდილებთან ისწევს შიშსა და სასოწარკვეთას. ამ არასტაბილურ დროს, არაფერია იმაზე მეტად მნიშვნელოვანი ვიდრე გვახსოვდეს, რომ იმედი თავისით არ წარმოიშობა, ის ქმედებიდან წარმოიშობა.
9 მაისს ჩვენ ავღნიშნავთ ევროპის დღეს. ამ დღეს პატივს მივაგებთ მშვიდობას, ერთიანობასა და ურთიერთთანამშრომლობას - იმ ღირებულებებს, რომელთან ჩვენ მხარს ვუჭერთ. ეს დღე გვახსენებს, რომ ურთიერთთანამშრომლობას, სოლიდარობასა და მცირე მოქმედებებს შეუძლია შეცვალოს სამყარო, გააძლიეროს მშვიდობა და სამართლიანობა როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს მიღმა.
იმედის ერთი წუთი - ერთად იმედისთვის
ერთი წუთი იმედისთვის არის კამპანია, რომელიც იწვევს ყველას, რათა ერთი წუთით შეჩერდნენ და განახორციელონ ერთი კონკრეტული სასიკეთო მოქმედება - დარგო ხე, დაეხმარო მეზობელს, დაურეკო საყვარელ ადამიანს ან გამოავლინო სიკეთე. ეს არის ის მეთოდი, რომელიც გვახსენებს თითოეულ ჩვენთაგანს, რომ ამ ერთ წუთში ჩვენ შეგვიძლია იმედი ჩაგვესახოს.
იმედის ხეები მთელი მსოფლიოს გარშემო, მათ შორის უკრაინაში
ჩვენი Plant And Care For Peace ქსელი რგავს იმედის ხეებს, როგორც Peace Circle® -ის ინიციატივის მონაწილეები. ეს პარკები არიან სიმბოლოები მშვიდობისა და გამძლეობისა. ევროპის დღეს, 9 მაისს, უკრაინის პირველი Peace Circle® -ის ინაუგურაცია იქნება ვინიციაში, რომელიც არის სიმბოლო იმედის, მშვიდობისა და ხელახალი აღმშენებლობისა ომის შუაგულში.
.jpg)
იმედის ერთი წუთი - როგორ ერთი ინდივიდი
მაგალითები
-
· დაურეკე მეგობარს ან საყვარელ ადამიანს - მადლობა გადაუხადე მათ, წაახალისე ისინი ან უბრალოდ აცნობე მათ, რომ შენ ფიქრობ მათზე. მოიწვიე ისინი, რომ შემოუერთდნენ ამ კამპანიას და გამოიყენონ თავიანთი იმედის წუთი.
-
· ჩაიდინე პატარა სიკეთე - შესთავაზე დახმარება, უჩვენე მეგობრული ჟესტი ან ჰკითხე ვინმე „რითი შემიძლია დღეს დაგეხმარო?“ თითოეულ პატარა მოქმედებას მოაქვს იმედი ჩვენს გარშემო მყოფებისთვის.
-
· გააზიარე შენი წუთი ინსტაგრამზე - უთხარი სხვებს რა გააკეთე და გამოიყენე ჰეშთეგები #imedisertitsuti #MinuteForHope და #, რათა შთააგონო სხვები, რომ შემოგვიერთდნენ.
მაგალითად: -
დღეს 12 საათზე, მე დავურეკე მეგობარს, რათა მადლობა გადამეხადა მისთვის.თითოეულ წუთს მოაქვს სინათლე. #MinuteForHope #imedisertitsuti
.jpg)
იმედის წუთი - როგორც თემი
იმედის წუთი არ არის მხოლოდ ერთეული ინდივიდებისთვის, ყველა თემს შეუძლია მასში ჩართვა და მონაწილეობა. სკოლებს, ორგანიზაციებს და ქალაქებს შეუძლიათ დაუთმონ საერთო ერთი წუთი თვალსაჩინო და მნიშვნელვანი ქმედებ(ებ)ის განხორციელებას, რომელიც იქნება მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო.
მაგალითები თემთა მონაწილეობისთვის
· სკოლები და მოსწავლეები - დარგეთ ხე ან გამოავლინეთ სასიკეთო ქმედება
· კომპანიები და დასაქმებულები - შესწირეთ თანხა ქველმოქმედებას ან მხარი დაუჭირეთ ადგილობრივ წამოწყებებს.
· ადგილობრივი თემები - ერთიანად შეკარით სიმბოლური ფორმა, როფორიცაა მშვიდობის სიმბოლო
📷 გააზიარეთ თქვენი თემის მოქმედებების ამსახველი ფოტო ინსტაგრამზე - გამოიყენეთ ჰეშთეგი #imedisertitsuti #MinuteForHope და აღწერეთ მნიშვნელოვანი მოქმედების შესახებ, რომელიც ერთად განახორციელეთ.
რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?
იმედის წუთის მიზანია შეგახსენოთ, რომ პატარა მოქმედებებს შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ, როდესაც ეს ერთობლივადაა შესრულებული.
💚 იმედი მოქმედებიგან იბადება.
💚 პატარა მოქმედებებსაც კი შეუძლიათ გააძლიერონ თემები და მოგვგვაროს ჩვენ და ჩვენს გარშემო მყოფებს იმედი.
💚 მონაწილეობის მიღებით, შენ ხდები დიდ მოძრაობის ნაწილი, აშენებ უფრო მგდრად და ადამიანურ სამყაროს.
შემოგვიერთდით და შთააგონეთ სხვებს! გამოიყენეთ ერთი წუთი და გააზიარეთ თქვენი მოქმედებები სოციალური მედიის ქსელებში ჰეშთეგით #MinuteForHope #imedisertitsuti, ყველა მოქმედება წარმოშობს იმედს!
Plant And Care For Peace Network -
-საქართველოში
იმართება ორგანიზაცია სიქას დახმარებით
კოორდინატორი საქართველოში პავლე თვალიაშვილი
599556234
მადლობა გიორგი კვიკვინიას თარგმნისთვის